ქართულ-ვაინახური ურთიერთობები ისტორიულ-კულტურულ ჭრილში - პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ლექცია

Опубликовано: 26 Апрель 2023
на канале: Caucasian House
524
22

🏠 25 აპრილს, 17 საათზე იორგ ჰენლეს აუდიტორიის სტუმრებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ლექციის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ისაუბრა თემაზე „ქართულ-ვაინახური ურთიერთობებიისტორიულ-კულტურულ ჭრილში".

ℹ მოწვეული სტუმრის შესახებ:

ქეთევან ხუციშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ქეთევან ხუციშვილი დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, მხატვარ გოგი ხუციშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
მისი კვლევის ინტერესებია: რელიგიები, ეთნიკური ჯგუფები, კონფლიქტები. არის სამი მონოგრაფიის, ექვს ათეულზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამი წიგნისა და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი. 5 ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. ათეულობით საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე საქართველოში, კავკასიასა და თურქეთში. თსუ-ში მუშაობს 1993 წლიდან.

სხვადასხვა დროს ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავდა და ამჟამადაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ეთნოლოგიური კვლევის მეთოდები, შესავალი ეთნოლოგიაში, რელიგიების ისტორია, რელიგიის ანთროპოლოგია ძირითადი ანთროპოლოგიური სკოლები, ძალადობის ანთროპოლოგია, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია.