26 აპრილს კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის სტუმარი უნდა ყოფილიყო პროფესორი ქეთევან სიხარულიძე. უკანასკნელ მომენტში მან შეგვატყობინა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჩვენი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას ვერ მოახერხებდა (ასეთი შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში ფაქტობრივად არ გვქონია).
პროფესორ სიხარულიძის ნაცვლად ლექცია "აფხაზურ-ადიღეური და ვაინახური ეთნოლინგვისტური ჯგუფების გენეზისი საკითხები" წაიკითხა ცნობილმა კავკასიოლოგმა, ჩერქეზული ცენტრის მკვლევარმა - პროფესორმა ნუგზარ ანთელავამ.
ნუგზარ ანთელავა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, დაიბადა 1954 წელს ქ.ზუგდიდში, 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საასპირანტო კურსი გაიარა და სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით; მუშაობს საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიის პრობლემებზე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერთო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.