23 თებერვალს „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის - ბ-ნ არჩილ გეგეშიძის ლექციას „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმდინარე დღის წესრიგი“.
ბ-ნმა არჩილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. სხვადასხვა დროს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხრების საკითხებში, პრეზიდენტის მთავრი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის დარგში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წამყვანი მკვლევარი; 2013 წელს დაინიშნა საქართველოს ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2016 წლის ნოემბრიდან არის ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.