ქართულ-ოსური ურთიერთობები ისტორიულ-კულტურულ ჭრილში - პროფესორ ხვთისო მამისიმედიშვილის ლექცია

Published: 01 January 1970
on channel: Caucasian House
684
18

🏠 28 მარტს, 17 საათზე „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის მარტის ლექციათა ციკლი გაიხსნა პროფესორ ხვთისო მამისიმედიშვილის მოხსენებით „ქართულ-ოსური ურთიერთობები ისტორიულ-კულტურულ ჭრილში“.

♦ ბ-ნი ხვთისო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორია. თსუ-ის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში კითხულობს სალექციო კურსებს: ქართული ფოლკლორი, ქართული მითოლოგია, კავკასიის ხალხთა ფოლკლორი, აფხაზური ფოლკლორი, ოსური ფოლკლორი, ოსური ლიტერატურის ისტორია, ხალხური დრამა, ფოლკლორი და ისტორიული სინმადვილე, ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ათეულობით საველე ფოლკლორული ექსპედიციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი;

♦ იკვლევს ქართული ფოლკლორის, კავკასიის ხალხთა მითოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ქართული ფოლკლორის ჟანრული სისტემა; ქართული კულტურის ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორში; მითოლოგიური არქეტიპების იდენტიფიკაცია; ფოლკლორისა და მითოლოგიის შედარებითი კვლევები.

♦ გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია ოსური ფოლკლორის, ოსური ლიტერატურის ისტორიის, ნართების ეპოსის შესახებ.