🔴 22 მაისს, 17 საათზე კავკასიური სახლის იორგ ჰენლეს აუდიტორიაში შეკრებილმა საზოგადოებამ მოუსმინა პროფესორ ბეჟან ხორავას ლექციას „ჩერქეზები -ისტორიულ-კულტურული ექსკურსი“.
ბ-ნი ბეჟანი გახლავთ ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
მან დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, სადაც პროფ. თამაზ ბერაძის ხელმძღვანელობით 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“. 1994 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, იკვლევს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხებს.