29 მარტს, 17 საათზე „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტმა იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში უმასპინძლა ცნობილი ქართველი არქეოლოგისა და ისტორიკოსის, პროფესორ გივი ღამბაშიძის ლექციას „ქართული ქრისტიანული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოთ კავკასიის ქვეყნებში“.
♦ ბ-ნი გივი დაიბადა 1941 წელს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1964) და არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა (1967).
♦ 1967 წლიდან გახლავთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
✡ 2001 წელს დაინიშნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმის დირექტორად.
♦ სხვადასხვა დროს იყო ხევის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, მოსკოვის დონის მონასტრის, ასტრახანის ქართული სიძველეების არქეოლოგიური ექსპედიციისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიას.
🏅 გახლავთ ხუნძახისა (დაღესტანი) და თბილის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის „ბრწყინვალების ორდენი“ და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის „ოქროს მედალი“.
ℹ დაწვრილებით იხ. ბმული 👉 https://issuu.com/museumjewish/docs/_80