2023 წლის 21 თებერვალს, 17 საათზე "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტის ახალი ნაკადის მსმენელთათვის გაცნობითი სემინარი ჩაატარა სერტიფიცირებულმა ტრენერმა - ქეთევან ვასაძემ.
ქ-ნი ქეთევანი პროფესიით კონფლიქტოლოგი გახლავთ, არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს 15 წლიანი გამოცდილება არაფორმალური განათლების სფეროში. მრავალი წლის წინ იგი თავად გახლდათ "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტის მსმენელი.