უკრაინის ომის გავლენა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - პროფესორ პაატა ზაქარეიშვილის ლექცია

Published: 01 May 2023
on channel: Caucasian House
805
20

27 აპრილს, 17 საათზე "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტში ლექცია "უკრაინის ომის გავლენა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე" წაიკითხა კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ბ-ნი პაატა გახლავთ ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი. 2012-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი, ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.

1990-იანი წლებიდან ხელმძღვანელობს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის ხელშემწყობ პროექტებს, იკვლევს რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებს.

აქვს პარტიული საქმიანობის გამოცდილებაც, წლების განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის შემადგენლობაში, იყო თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრი.