"კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტის 2023 წლის სასწავლო სეზონის გახსნის ცერემონია

Published: 21 February 2023
on channel: Caucasian House
143
5

📣 „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის 2023 წლის ნაკადი მუშაობას იწყებს !!!

🏠 20 თებერვალს, 17 საათზე იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში სახალხო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია გაიმართა.

🎓 სახალხო უნივერსიტეტი „კავკასიური სახლის“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სტაბილური პროექტია, რომლის მიზანი გახლავთ:

საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ. გააცნოს მათ კავკასიაში და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური მოვლენები; ხელი შეუწყოს მსჯელობას თანამედროვე ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რელიგიის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიების დასაწყისში სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმა წარადგინეს პროექტის ისტორია, ძირითად ამოცანები, ისაუბრეს სახალხო უნივერსიტეტის მრავალწლიან გამოცდილებაზე.

ახალი ნაკადის მსმენელები გაეცნენ „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის პროგრამასა და სამუშაო გრაფიკის.

შეკრებილ აუდიტორიას მიესალმენ პროექტის პარტნიორები თელავიდან, ყვარლიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, მესტიიდან და სხვა რეგიონებიდან. გვქონდა ჩართვები ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, რომლებიც ასევე აპირებენ სახალხო უნივერსიტეტის ლექცია-სემინარებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობას.

ღონისძიების დასასრულს ანსამბლმა "მჭელმა" და ჩერქეზმა მუსიკოსებმა შეასრულეს სხვადასხვა კომპოზიციები.